საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას მძღოლები აქციით გააპროტესტებენ.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები აქციას 6 დეკემბერს ქუთაისში, პარლამენტთან გამართავენ. აქცია 12:00 საათზე დაიწყება და მძღოლები პარლამენტს მიმართევენ, არ დაუჭირონ მხარი მომავალ კანონპროექტს, რომლის ფარგლებშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე კონტროლი მკაცრდება.