|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან (R)

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროსექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენტო პროდუქტს - აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

20 000-ლარიდან 600 000-აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს   მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად,  გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო.  სესხის  ძირის გადახდას  კი ფერმერი  მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა.

ვის შეუძლია ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით, როგორია სესხის პირობები და  რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა  საჭირო სესხის მისაღებად, თემაზე  თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსს, ვეფხვია ლომინაშვილს ვესაუბრეთ.

 

რატომ არის თიბისი ბანკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო?

 

დღეს ბანკების მიდგომა სოფლის მეურნეობის დარგის დაფინასებისას  სტანდარტულია. თუ ფერმერს სურს თავის მეურნეობაში განახორციელოს გრძლევადიანი ინვესტიციები და ამისათვის ესაჭიროება კრედიტი, მას უნდა გააჩნდეს სტაბილური შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს აღებული სესხის დაფარვას შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერს შეუძლია არ განახორცელოს სესხზე დაფარვები, არ აღემატება 11 თვეს. თუ საქმე გვაქვს ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან, რომლისგანაც ეკონომიკური სარგებლის მიღება რამდენიმე წლის შემდეგ არის შესაძლებელი, მაშინ გამოდის, რომ 11 თვიანი საშეღავათო პერიოდი ფერმერისთვის არარელევანტურია და აღებული სესხის სიმძიმე მის მეურნეობას შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვეს. ესეც რომ არა, თუ დღეს ფერმერს არ გააჩნია საკმარისი შემოსავლები, შესაძლოა მან საერთოდ ვერ მიიღოს ფინანსური ინსტიტუტიდან იმ ოდენობის კრედიტი, რაც მსგავსი სახის ინვესტიციების განსახორცელებლადაა საჭირო.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ეს მიდგომა და ფულადი საკრედიტო რესურსი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მომხიბვლელი გაგვეხადა. ანუ, მიგვეცა ფერმერებისთვის საშუალება აეღოთ იმ მოცულობის სესხი, რაც განსახორციელებელი ინვესტიციებისთვისაა საჭირო და ამავდროულად, ჰქონოდათ შესაძლებლობა სესხის გადახდა დაეწყოთ მაშინ, როდესაც განხორციელებული ინვესტიცებიდან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ.

 

აგრო-საინვესტიციო სესხის უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ მომავალში მისაღებ შემოსავლებზე და ამავდროულად, ფერმერს ვაძლევთ იმ ოდენობის საშეღავათო პერიოდს, რა პერიოდიც საჭიროა განხორციელებული ინვესტიციებიდან სარგებლის მისაღებად. მარტივად რომ ვთქვათ, ფერმერი სესხის ძირის და მასზე დარიცხული პროცენტის ეტაპობრივ გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შემოსავლის მიღებას დაიწყებს.

 

რამდენად მარტივია აგრო-საინვესტიციო სესხის აღება და რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა ამ სესხით სარგებლობისთვის?

 

როგორც აღვნიშნე, ამ პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი არ ითხოვს დაინტერესებული პირისგან  არსებული შემოსავლების დადასტურებას, რაც თავის მხრივ სესხის დამტკიცების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. აგრო-საინვესტიციო სესხით დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს  მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილება და საკუთრებაში უნდა ფლობდეს მინიმუმ 1 ჰექტარ იმ მიწის ნაკვეთს, რა ნაკვეთზეც ნარგავების გაშენება იგეგმება.

სესხის ასაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თიბისი ბანკის სერვის ცენტრებს, სადაც გამოკითხვის საფუძველზე მოხდება იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული გასაშენებელი კულტურა რეგიონის კლიმატური ზონისა და ნიადაგისათვის, ფლობს თუ არა ფერმერი სრულად ინფორმაციას გასაწევ აგროღონისძიებებსა და მათი ჩატარების ვადებზე, დაგეგმილ დანახარჯებსა და მოსალოდნელ მოსავლიანობაზე. თითოეული პროექტის დაგეგმვა მოხდება აგრო-საინვესტიციო სესხის აღებით დაინტერესებულ პირთან ერთად და განხილული იქნება ინდივიდუალურად, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

 

როგორი პირობებით გაიცემა აგრო-საინვესტიციო სესხი?

 

აგრო-საინვესტიციო სესხი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაიცემა, რაც გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას. ამ ეტაპზე სესხი გაიცემა აშშ დოლარში. სესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარია, ხოლო მაქსიმალური 600,000 აშშ დოლარი. თანადაფინანსების პერიოდში, სესხის საპროცენტო განაკვეთი ფერმერისათვის 0 %-დან იქნება. თანადაფინანსების და ასევე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერი არ განახორციელებს სესხის ძირის დაფარვას, დამოკიდებული იქნება გასაშენებელ კულტურაზე და ის არ იქნება იმ ვადაზე ნაკლები, რა ვადაც საჭიროა იმისათვის, რომ ნარგავები მსხმოიარობაში შევიდეს და გაშენებულმა ბაღმა შემოსავლის მიღება დაიწყოს.  ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სესხის ძირს და მასზე დარიცხულ პროცენტს, რომელიც დღეს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები იქნება, სრულად დაფარავს ფერმერი გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით. რაც შეეხება სესხის მაქსიმალურ ვადას, ესეც ბუნებრივია, დამოკიდებულია გასაშენებელ კულტურაზე. ჩვენ მივცემთ ფერმერს სესხს იმ ვადით, რა ვადაშიც ის შეძლებს გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით აღებული აგრო-საინვესტიციო სესხის დაფარვას.

 

მოითხოვება თუ არა რაიმე სახის ქონების დაგირავება აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად?

 

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვემარტივებია უზრუნველყოფის მოთხოვნა აგრო- საინვესტიციო სესხზე, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაინტერესებულ პირთათვის. ძირითადად ვითხოვთ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას, რა ნაკვეთზეც უნდა გაშენდეს მრავალწლიანი ნარგავები. იშვიათ შემთხვევებში, გასაცემი ტრანშის (სესხის ნაწილის) მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით სხვა სახის უზრუნველყოფის მიღებაზე.

 

კონკრეტულად რა მიზნობრიობითაა შესაძლებელი  აგრო-საინვესტიციო სესხის აღება?

 

აგრო -საინვესტიციო სესხით შესაძლებელია ყველა იმ აგროღონისძიების დაფინანსება, რაც საჭიროა მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლისათვის მის მსხმოიარობაში შესვლამდე. ეს ღონისძიებებია ნიადაგის მომზადება, ნერგების შეძენა-დარგვა, სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟი, ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების მოვლა და ა.შ.

თითოეული მიზნობრიობისათვის გამოიყოფა კონკრეტული მოცულობის ტრანში აგრო ვადების და ჩასატარებელი აგროღონისძიების ღირებულების შესაბამისად.

 

თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა დაინტერსებულ პირს გააჩნდეს მრავალწლიანი ნარაგვების გაშენება-მოვლის გამოცდილება. შესაძლებელია თუ არა პირმა, რომელსაც ასეთი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ საკუთრებაში არ ფლობს სათანადო მიწის ნაკვეთს აგრო- საინვესტიციო სესხით შეიძინოს მიწის ნაკვეთი და მასზე გააშენოს კონკრეტული კულტურა?

 

აგრო საინვესტიციო სესხი მიწის შეძენის მიზნობრიობით არ გაიცემა. ჩვენ შეგვიძლია დაინტერესებულ პირს, თუ მას შესაბამისი შემოსავლები გააჩნია, შევთავაზოთ სტანდარტული კრედიტი მიწის შეძენის მიზნობრიობით. ხოლო პარალელურად, აგრო საინვესტიციო სესხი უკვე შეძენილ მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად.

 

თუ დაინტერესებულ პირს უკვე აქვს აღებული სხვა სესხები, მაგალითად სამომხმარებლო ან იპოთეკური, შესაძლებელია თუ არა მან ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით?

 

შესაძლებელია, თუ დაინტერსებული პირი დაგვიანებების გარეშე იხდის აღებულ კრედიტებს, აქვს კარგი საკრედიტო ისტორია და გააჩნია საკმარისი შემოსავლები მათ დასაფარად. ამასთან ერთად, აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად იგი უნდა აკმაყოფილბდეს იმ კრიტერიუმებს, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

 

სოფლის მეურნების სამინისტროს მიერ ინიცირებულია პროექტი „დანერგე მომავალი“, შესაძლებელია თუ არა აგრო -საინვესტიციო სესხთან ერთად ფერმერმა ისარგებლოს ამ პროექტით?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს კიდევ უფრო შეამცირებს იმ დანახარჯებს, რისი გაწევაც ფერმერს მოუწევს მრავალწლიანი ნარაგავის გასაშენებლად, ვინაიდან პროექტი „დანერგე მომავალი“ იძლევა საშუალებას დაფინანსდეს ნერგების ღირებულების 70 %-მდე და სარწავი სისტემის ღირებულების 50 %-მდე.

 

აგრო-საინვესტიციო სესხი, როგორც თქვენ ახსენეთ, მრავალწლიან ნარგავებზეა გათვლილი,  რატომ შეირჩა ვაშლის, თხილის, კაკლისა და კივის ბაღები?

 

მრავალწლიანი ნარგავებიდან ამ ეტაპისათვის შევარჩიეთ ის კულტურები, რომელთა გაშენებაზე გაწეული ინვესტიცია ფერმერისთვის ეკონომიკურად გამართლებულია და მიღებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია, როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის გარეთ ბაზრებზე. პირველ რიგში, ხელს შევუწყობთ და დავაფინასებთ ვაშლის ინტენსიურ და ნახევრადინტენსიურ ბაღების, კივის, თხილის და ნამყენი ნერგით კაკლის ბაღების გაშენებას. კივი, თხილი და კაკალი სოფლის მეურნეობის დარგის საექსპორტო პროდუქტებია, ხოლო სასაქონლო სახის ვაშლზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც მაღალია, რადგან შიდა ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტით იფარება. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას და ახლო მომავალში  ჩამოთვლილ კულტურებს შესაძლოა სხვა კულტურებიც დავამატოთ.

 

როგორ ფიქრობთ, თიბისი ბანკის აგრო -საინვესტიციო სესხი წაახალისებს მიწით სარგებლობას მათთვის, ვისაც გამოუყენებელი მიწის ნაკვეთები აქვთ?

 

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ. ფულად საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველთვის ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების განხორცელების წახალისებას.

მცირე სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, ათეული წლების წინ მარტო ხილის წარმოება 650 – 700 ათას ტონას შეადგენდა, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ხილის მაქსიმალური წარმოება 230 ათას ტონამდეა. ამ პროექტის საშუალებით ვფიქრობთ,  გაიზრდება ახალი თანამედროვე ბაღების და პლანტაციის ფართობები. ფერმერებს მიეცემათ საშუალება, მოკლე დროში აითვისონ მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად დაგეგმილი ფართობები და გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად აწარმოონ მაღალშემოსავლიანი პროდუქტები. ცალსახაა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული ფართობების გამასივებას.

 

როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით, აგრო-საინვესტიციო სესხის  გარდა, კიდევ რა პროდუქტებს სთავაზობს თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს?

 

აგრო-საინვესტიციო  სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში - „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მლნ  მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა