აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს
თიბისი დაზღვევა ფერმერებს მოსავლის დაზღვევას სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია.
აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. აგროდაზღვევა აზღვევს მათ შემდეგი რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.
აგროდაზღვევის ღირებულება კულტურების მიხედვით იცვლება და 1 ჰექტარზე ფერმერის გადასახდელი თანხა 25 ლარიდან იწყება. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.
სერგი ხიზანიშვილი, თიბისი დაზღვევის საბანკო დაზღვევის მენეჯერი:
„საქართველოში სამწუხაროდ ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი ან წყალდიდობა. ეს ყველაფერი იწვევს მოსავლის ნაწილობრივ ან სრულ განადგურებას და ფერმერები ვეღარ იღებენ იმ შემოსავალს, რის მიღებასაც ვარაუდობდნენ მოსავლის აღების შემდეგ. ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა, რაც ფერმერს იცავს გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალისგან. სამწუხაროდ, სტიქიური მოვლენების კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომ არსებობს იაფი და მარტივი აგროდაზღვევა, რომელიც სასარგებლოა ყველა ფერმერისათვის.“
2018 წელს აგროსექტორში სადაზღვევო სფეროს მიერ ანაზღაურებულმა თანხამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები მალხაზ ლეკიაშვილი ერთ-ერთია, ვინც გასულ წელს თიბისი დაზღვევაში ვაზი დააზღვია. 4 ჰექტარზე მსხმოიარე რქაწითელის 40% სეტყვამ სექტემბერში გაუნადგურა.
მალხაზ ლეკიაშვილი, სიღნაღის მცხოვრები:
„ერთი კვირით ადრე, ვიდრე რთველი დაიწყებოდა, სოფელში სეტყვა მოვიდა და ყურძენი გამინადგურა. მივმართე თიბისი დაზღვევას. მეორე დილით მოვიდა ორი ახალგაზდა, შეამოწმეს და დაადგინეს, რომ 40% იყო დასეტყვილი. მითხრეს, დავლოდებოდით რთველის დასრულებას, რადგან სეტყვა არ იყო გამორიცხული. რთველი რომ დამთავრდა, ზარალი ამინაზღაურეს, რამაც 4700 ლარი შეადგინა. ზარალი ამინაზღაურეს კილოგრამი ყურძნის საბაზრო ფასის - 80 თეთრის შესაბამისად“, – ამბობს ფერმერი.
მალხაზ ლეკიაშვილს დღეს ვენახი უკვე 14 ჰექტარზე აქვს გაშენებული და ყურძნის დაზღვევას კვლავ აპირებს. წელს ის რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1,5 ლარად დააზღვევს.
აგროდაზღვევა ხელმისაწვდომი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების შედეგად, ამით დაზღვევა იმ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ. აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. განსხვავება ის არის, რომ სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.
აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის რეგიონალურ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
[R]
ავტორი: ნიუპრესი