აიღე სესხი როცა გინდა - 2 წუთში, ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან
თიბისი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ სესხს, რომლის აღებაც შესაძლებელია როცა გინდა - მარტივად, 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ განაცხადის შევსებით.
სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის, ახალი გამოცდილებისთვის და სურვილების მომენტალურად ასრულებისთვის, თიბისის ციფრულ ბანკში ან ვებგვერდზე tbccredit.ge მომხმარებელს 10 000 ლარამდე სესხის აღება ახლა უკვე 2 წუთში შეუძლია. სესხის მხოლოდ ონლაინ აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან. წინსწრებით გადახდის საკომისიო 0%-ია.
დამღლელი საცობების, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, გამარტივებული განაცხადის ონლაინ შევსების შემდეგ მოთხოვნილი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე მყისიერად აისახება.
თიბისი ინოვაციური გადაწყვეტების ინიცირებით და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებით, მუდმივად ცდილობს გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. ახალი ციფრული სესხი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და უსწრაფეს და კომფორტულ გამოცდილებას შეგიქმნით.
ავტორი: ნიუპრესი