აქცია "დააპურე საქართველო" ქუთაისშიც გაიმართება
აქცია "დააპურე საქართველო" ხუთშაბათიდან ქუთაისშიც დაიწყება.
ახალგაზრდული ცენტრის წინ დაიდგმება "მადლიანი მაგიდა," სადაც ქუთაისელები თავიანთ თანაქალაქელებს შემოწირული საკვებით გაუმასპინძლდებიან.
"მადლი ქენი... დააპურე საქართველო"-ს პარტნიორი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მოუწოდებს იმერეთში არსებულ კომპანიებს მიიტანონ პროდუქტები, რათა ღირსეულად გაუმასპინძლდნენ სოციალურად დაუცველებს, "სიკეთე გადამდებია, "დააპურე საქართველო", - აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაცია.
აქცია 15 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















