ქალთა უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის აქცია გაიმართა
აქცია ბაკურიანში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებმა გამართეს.აქცია ქალთა უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის „ქალთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ ბაკურიანში რეგიონული ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიმდინარეობისას დაიგეგმა აქცია, სახელწოდებით "მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის." აქციაში ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტები ჩაერთვნენ, რომლებმაც ბაკურიანში მცხოვრებ მოსახლეობას და დამსვენებლებს საინფორმციო ფლაერები და ბუკლეტები დაურიგეს.
ტრენინგი პროექტის "ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის" ფარგლებში მომზადდა. პროექტი დაფინანსებულია ქალთა ფონდის მიერ.
„აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მოეწყო აღნიშნული აქციაც. ვფიქრობ, ამ ტრენინგის შემდეგ ადგილობრივი მედია უფრო აქტიური იქნება, შესაბამისად, მოსახლეობაც მიიღებს ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას ქალთა უფლებების შესახებ“, - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.
ავტორი: ნიუპრესი