|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ ვიცი, ალბათ, მერს ეცოდინება"-ქუთაისის ვიცე მერი ვერ აკონკრეტებს, რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა

ქუთაისის ვიცე მერი იუზა უგულავა ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ უწყებას გადასცა მერიამ სამხარაულის ბიუროს მიერ ექსპეტიზის დასკვნა- "არ ვიცი, ალბათ მერს ეცოდინება"- განაცხადა იუზა უგლავამ. 

ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა უკვე დასრულდა. მოქალაქეების განცხადებით, მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. 

"პასუხი ვერ გაგვცეს, თუ რა შეიცვლება. გვითხრეს, რომ მოვლენ იმ კვირაში და გაეცნობიან მდგომარეობას, მაგრამ ეს რას შეცვლის, იქ ცხოვრება შეუძლებელია. მათ დაცკვნაც ვერ გვაჩვენეს, გვითხრეს, რომ გამოითხოვეთო, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ საერთოდ არ აქვთ დასკვნა"-აცხადებენ ვიცე-მერებთან შეხვედრიდან გამოსულები მოქალაქეეები.

დასკვნის არსებობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიგა შუშანიას. მისი თქმით, მერიამ მოქალაქეებს უთხრა, რომ სიტყვაზე ენდონ.

იუზა უგულავას თქმით კი, დასკვნის გაცნობა შეუძლია ყველას, ამისთვის მისი გამოთხოვა არის საჭირო.

"დაწერონ განცხადება და მიიღებენ დასკვნას, ხომ არ გვითქვას, რომ ათი დღე ჭირდება?  დასკვნა გატარებულია ელექტრონულად, ოფიციალურად აქვს შტრიხ კოდი და ამის შეცვლა ვერ მოხერხდება. გიგა შუშანიას რა განცდა დარჩა, მე არ მაინტერესებს", -აცხადებს იუზა უგულავა.

ვიცე მერი  არც იმის შესახებ  საუბრობს, დასკვნაში ხარვეზები თანხებთან დაკავშირებით არის თუ არა, ასევე არ პასუხობს კითხვას, სად გადაიგზავნა დასკვნა და რომელი უწყება შეისწავლის. მისი თქმით, მან არ იცის, სად გადაიგზავნა დასკვნა და ამბობს, რომ ალბათ, მერს ეცოდინება.

"არ ვიცი, ალბათ მერს ეცოდინება, მერე გააკეთებს მერი განცხადებას", -აცხადებს იუზა უგულავა. 

რაც შეეხება ბინდართა გაყვანას, უგულავა ამბობს, რომ მასთან შეხვედრის დროს გაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, მომავალ კვირაში მივლენ და  საცხოვრისის მდგომარეობას  დეტალურად შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ ექსპეტრიზის ბიურომ უკვე შეიწავლა მდგომარეობა მერიის მოთხოვნით და სწორედ მის მიხედვით შეიქმნა დასკვნა. 

 დღევანდელ პროცესებში ქალაქის მერი არ გამოჩენილა და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია. რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა, ამის პასუხი ჟურნალისტებმა მერიაში ჯერჯერობით ვერ მიიღეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა