აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო!
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი - ფოთი - თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ავტორი: ნიუპრესი