|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ასეთ იმედგაცრუებას არა თუ ვან გეგა და ვან მარია, არცერთი ბავშვი არ იმსახურებს"

საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული მცირეწლოვაბნი მხატვარის "ვან გეგას"-გეგა სოფრომაძის დედა ქრისტინე მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ უკიდურესი გაჭირვების შესახებ წერს, რომლის წინაშეც მის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად აღმოჩნდა. 
ქრისტინე მესხის თქმით, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მათ ერთი წლისს ბინის ქირის გადახდას დაპირდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. 
"შარშან მერიიდან გვესტუმრნენ წარმომადგენლები,შეშფოთდნენ აღნიშნული საცხოვრბელი პირობებით როგორშიც ვიმყოფებოდით ქირით(ბინაში არ იყო გაზი, ცხელი წყალი და ფანჯრების მაგივრად ცელოფნები,იქ ვიხდით 100 ლარს, ასე თანხა გვრჩებოდა საკვებისა და ხელსაწყოებისათვის). გაგვახარეს, რომ შეგიძლიათ უახლოეს ათ დღეში მოძებნოთ ბინა ელემენტარული ადამიანური პირობებით აღჭურვილი და რომ ერთი წლის ქირას -ვან გეგას და ვან მარიას,უფინანსებს ქ.ქუთაისის მერია.მითითებულ დროში ვიპოვეთ საცხოვრებელი,დავპირდით მეპატრონეს ერთი წლის ქირას...გავიდა კვირეები არ დარიცხეს თანხა და შესაბამისად აღარ დაგველოდა ბინის მფლობელი (აღნიშნული ბინა გაქირავდა). ამის შემდგომ ... ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი ...ისევ ორშაბათი ის იმასთან ეს ამასთან, ის კიდევ სხვასთან არ დაილია გადამისამართება, მისვლა დალოდება ,ისევ მომდევნო კვირაში მობრძანდით..ზუსტად ორი თვის შემდეგ გადმოგვცეს-800 ლარი. მას შემდეგ ერთი თეთრიც არ ასახულა ანგარიშზე.ყოველ მომდევნო თვეს სასწაულებრივად ვფარავ. დღეისათვის მოსულია კონკურს"wonderland"-ის მოწვევა სადაც ვან გეგამ უნდა წარადგინოს საქართველო თავისი შემოქმედებით. ქუთაისის მერიას რომ შეესრულებინა თავისი დანაპირები და არ დავეტოვებინეთ ესე მოტყუებულები ჩვენ დაგვრჩებოდა თანხა ხელსაწყოებისათვის და ვან გეგა ღირსეულად წარადგენდა თავის ქვეყანას....ჩვენ ეს ბევრჯერ გვაგრძნობინეს (პრეზიდენტთან დათქმული შეხვედრა, გაჟღერებული და შემდეგ არ შემდგარი... ახლანდელი მოცემული 1 წლით ქირის დაფინასება  არ შესრულება)... ასეთ იმედგაცრუებას არათუ ვან გეგა და ვან მარია, არამედ არცერთი ბავშვი არ იმსახურებს", - წერს პატარა მხატვრების დედა სოციალურ ქსელში.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა