|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალთა კლუბმა" 2015 წლის წარმატებული ქალბატონები გამოავლინა

ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ და მასთან არსებული „ქალთა კლუბი-ს“ ორგანიზებით ახალი ინიციატივის „ქალთა კლუბი-ს“ წევრთა 2015 წლის წარმატებების პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში  მოაწყო, სადაც ანგარიში წარმოადგინეს  წარმატებული ქალბატონების შესახებ. როგორც კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა  განაცხადება, კლუბში  ბევრ  ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი, რასაც დღეს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაემატა. 

"ღონისძიებაზე, რომელიც ყოველწლიურად, იანვრის თვეში ჩატარდება, ქალთა კლუბის წევრები განსაკუთრებულ შემოქმედებით, პროფესიულ და სამეცნიერო მიღწევებზე ვისაუბრებთ.  2015 წლის წარმატებული ქალბატონები არიან: ნანა დოღონაძე, ნინო დოღონაძე, ქეთი მამუკელაშვილი, ქეთი ბანცაძე, ნინო თალთვაძე, თამარ ებრალიძე, ირინა ფხაკაძე და კლუბის მოქმედი თავმჯდომარე ნუგეშა გაგნიძე,“-განაცხადა ქალთა კლუბის პრეზიდენტმა.

ქალთა კლუბის წევრის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით კი, "დღევანდელ დღეს არაჩვეულებრივ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ ქალთა კლუბში  გაწევრიანებული არიან წარმატებული ქალბატონები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. დღეს ჩვენ  შეხვედრა მოვაწყვეთ, სადაც  ქალბატონები მის წარმატებაზე გვიამბობენ", -აღნიშნა მან.

 ღონისძიებაზე ხელოვანმა ქალბატონებმა  თავიანთი მოსწავლეები წარადგინეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

"2015 წელი ჩემთვის ძალიან  წარმატებული იყო კარიერული თვალსაზრისით. ორი საერთაშორისო კონკურსის  ლაურეატი გავხდი, ასევე ავიღე სერიფიკატი  და  საუკეთესო კონცერტმეისტერის ტიტული. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, ერთმანეთს გავუზიერეთ ჩვენი წარმატებების შესახებ ",- განაცხადა მუსიკოსმა ნანა დოღონაძემ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა