|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათამაშებენ თუ არა დღეს ბუდუს? - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

 UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

 როგორც უკვე ცნობილია, პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენობაში იქნება კრიშტიანუ რონალდუ, რაც შეეხება საქართველოს, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოედანზე პირველი წუთიდან გამოვა.

საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

მეკარე - გიორგი მამარდაშვილი

დაცვა - ლევან შენგელია, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი

ნახევარდაცვა - ოთარ კიტეიშილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე

თავდასხმის ხაზი - ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.  

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი