|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა შორის ქუთაისელი მოსწავლეები არიან

 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დასრულდა.   გამარჯვება პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთმა" მოიპოვა რომელშიც მონაწილეობდნენ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა "პროგრესი". გუნდში მოსწავლეები თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან არიან.

მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "მოძრაობის სკანერი", ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა "ტრიბოელექტრული ფარდა." 

გამარჯვებული გუნდი "თიბისის ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული 30 გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის 13 გუნდი შეარჩია.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან. წელს კონკურსის პარტნიორი თიბისი ბანკია.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.

 კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება,

ავტორი: ნიუპრესი