|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპული ყოველი მესამე ქვეითად მოსიარულეა

ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყოველი მესამე დაღუპული ქვეითად მოსიარულეა - ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, საგზაო შემთხვევების სტატისტიკა იზრდება, მათ შორის მაღალია მოზარდთა და მცირეწლოვან მგზავრთა სიკვდილიანობა.

„გასული წლის სტატისტიკა გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საგზაო შემთხვევები გაიზარდა 2%-ით, თუმცა საგულისხმო, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, თუმცა მეტად იზრდება დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. ყოველი მესამე დაღუპული არის ფეხით მოსიარულე. შარშან, 17 - წლამდე 27 მოზარდი დაიღუპა. რაც შეეხება მცირეწლოვან მგზავრებს, შარშან იყო 7 დაღუპული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა