"აწარმოე საქართველოში" ბიზნესიდეების რეგისტრაცია დაიწყო
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი:
- ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://mbs.enterprise.gov.ge/Account/Register
- ბიზნესიდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში
- ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი
- ბიზნესგეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას
- თანადაფინანსება - არაუმეტეს 20 000 ლარი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
- არ არის საჯარო მოხელე
- არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
- კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%, არსებული ბენეფიციარი/მოსარგებლე მინიმუმ 50% თანხობრივ თანამონაწილეობას
- აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყველა ბიზნეს მიმართულება გარდა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა და პირველადი წარმოებისთვის განკუთვნილი მომსახურებებისა როგორიცაა - ბოსტნეული; ხილი; მწვანილი; ბაღჩეული კულტურების მოყვანა; მრავალწლიანი კულტურები, სანერგე მეურნეობები, მარცვლოვანი კულტურა, ვაზი, ბაღის გაშენება , შინაური ცხოველები და ფრინველების მოშენება - რძის , თაფლის , კვერცხის წარმოება გარდა იმ შემთხვევებისა როცა იგეგმება უკვე არსებული პროდუქტის შეფუთვა/დაბრენდვა).
მაგალითისთვის: მეცხოველეობის შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს დაგეგმილი აქვს შეიძინოს მსხვილფეხა საქონელი და აწარმოოს რძე-როგორც პირველადი პროდუქტი, ამ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება და მაგრამ თუ უკვე ჰყავს საქონელი და უნდა აწარმოოს ყველი, მაწონი კარაქი, იდეა განხილვადია. პროგრამის ფარგლებში ასევე შეზღუდვაა ბიოლოგიური აქტივის შეძენაზეც.
გამონაკლისს წარმოადგენენ მომსახურების სფეროსთვის გათვალისწინებული ბიზნესები: სათბური, ინკუბატორი; სამაცივრე-სასაწყობე და მექანიზაცია - ძირითადი ბიზნესის მიმართულებები რომელიც ხშირად, შესაძლებელია განკუთვნილი იყოს მმხოლოდ ომსახურების სფეროსთვის ) მაგ: არ ფინანსდება სათბურის მშენებლობა თუ პოტენციურ ბენეფიციარს დაგეგმილი აქვს სათბურში აწარმოოს კიტრი, პომიდორი და ა.შ , თუმცა თუ დაგეგმილია რომ სათბურით ის მოემსახურება სხვა პირს/პირებს რომელთაც სურს ისარგებლონ სათბურით და გამოიყვანონ პირობითად ჩითილები , ამ შემთხვევაში განაცხადი განხილვადია.
ხარჯების მიზნობრიობა
პროგრამის თანადაფინანსების ბიუჯეტის ათვისება ხორციელდება ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თანადაფინანსების მიზანს წარმოადგენს მეწარმის უზრუნველყოფა ისეთი აქტივებით რომელიც განაპირობებს ბიზნესის მდგრადობას, ბიზნესის პროდუქტიულობის და შესაბამისად შემოსავლების ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
თანადაფინანსების თანხის ათვისება ბენეფიციარის მიერ დასაშვებია:
- ძირითადი საშუალებების/კაპიტალიზირებადი აქტივების შეძენისთვის (გრძელვადიანი, 1 წელზე მეტი გამოყენების ვადის აქტივები.
- მომსახურების სფეროსთვის გათვალისწინებული სათბურის მშენებლობა; სარწყავი სისტემების მშენებლობა-მოწყობა; მიწის დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები მოწყობილობები და ხელსაწყოები, მათ შორის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მანქანები, ტრაქტორი, ბულდოზერი.
- მომსახურების სფეროსთვის გათვალისწინებული სამაცივრე/სასაწყობო მეურნეობისთვის, ასევე ინკუბატორის მოწყობისთვის გათვალისწინებული საშუალებები.
- ელექტრონული მოწყობილობები, სამედიცინო მოწყობილობები, სასტერილიზაციო მოწყობილობები და სხვა;დანადგარები, მათ შორის დაზგები.
- მარკეტინგული ხარჯებისთვის, რომლებიც არ აღემატება თანადაფინანსების 10%-ს. (მათ შორის პოლიგრაფიული სერვისი: ფლაერების, ბუკლეტების, ბროშურების, პოსტერებისა თუ სტიკერების დაბეჭდვა; ბილბორდები და ბანერები; კომპანიის ლოგოს შემუშავება; ვებსაიტის აწყობა; ქსოვილზე, ქაღალდზე, მინაზე, კერამიკაზე ტრაფარეტული ბეჭდვა; რეკლამის განთავსება ტელევიზიაში, რადიოსა თუ ბეჭდვით გამოცემებში და სხვა)
თანადაფინანსების თანხის ათვისება ბენეფიციარის მიერ დაუშვებელია:
- რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობების დასაფინანსებლად (მათ შორის: რელიგიური ცერემონიების, დელეგაციების, მომლოცველების მიღებისა და გამგზავრების, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზების ხარჯები, რომელიც მოიცავს ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით ან/და სხვა საცხოვრებლით, ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფის ხარჯებს; მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვის ხარჯები; პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი კამპანიის ხარჯები; პოლიტიკური, რელიგიური გადაცემების ჩაწერისა და ტრანსლაციის ხარჯები; იარაღის დამამზადებელი ბიზნესის უზრუნველყოფის ხარჯები და სხვა)
- საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად (ერთ წელზე ნაკლები გამოყენების ვადის მქონე საწარმოო საშუალებები, ყველა სახის ნედლეული, სასაქონლო მატერიალური მარაგები. მათ შორის: ზოოვეტერინალური, სტომატოლოგიური და სხვა სახის მედიკამენტები, თესლი, სარგავი მასალა, მინერალური და ორგანული სასუქები, შხამქიმიკატები; ასევე სამშენებლო მასალები, საწვავ-საცხები, საწარმოო ზედნადები დანახარჯები და ა.შ)
- მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად (მათ შორის ტრანსპორტირება, ხელფასები, რემონტის ხარჯი, დაზღვევის ხარჯი, კომუნალური გადასახადები და სხვა)
- ბიოლოგიურ აქტივების (მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი და ფრინველი, ასევე თევზი, მცენარეული საფარი და სხვა) შესაძენად, რომელიც გამიზნულია აღნიშნული აქტივების ერთჯერადი გადაყიდვის/ვაჭრობის მიზნით
- სატრანსპორტო საშუალებების (მსუბუქი ავტომობილი, ველოსიპედი, მოტოციკლი, ტაქსი, ავტობუსები და სხვა პირადი სარგებლობის ტრანსპორტი) შესაძენად ადამიანების გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით
განმახორციელებელი ორგანიზაციები:
1. შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი
ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის ქ. # 87,
ქ. გორი, სამეფოს ქ. # 29,
ქ. დუშეთი, კოსტავას ქ. # 34,
+995 32 2224532
+995 322369866
2. შპს ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA
აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი
ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. #2
ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. #14
ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114
მესტია, სეტის მოედანი #5
ხულო, რუსთაველის ქ. #4
+995 322222545
3.ა(ა)იპ RDA - რეგიონალური განვითრების ასოციაცია
სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი
ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. #16
ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. #48
+995 322051992
4.ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. #9
0431255574
ავტორი: ნიუპრესი