ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობის ადგილზე მყოფმა პირმა კი, რომელმაც ბრალდებულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს წარედგინა.
მეორე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე უკვე მიმართა”,- აცხადებს პროკურატურა.
ცნობისთვის, სროლა ქუთაისში მე-12 საჯარო სკოლასთან მოხდა. დაღუპული 40 წლის პირია.
ავტორი:





15:23
16:17
12:09
11:59
















