|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას

ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას - გაეროს კვლევა ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. - ამის შესახე საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს, სახელწოდებით - კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში – საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ზრუნვისა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ავტორი: