ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს [R]
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30დეკემბერს.
ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
|
ავტორი: