|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ახალი ხედვა” - ლიდერი სამედიცინო მაღაზია

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ეს სამედიცინო ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი  ორთოპედიული ფიქსატორები, ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის წარმოდგენილი. ორთოპედიული პროდუქცია სხვადასხვა დანიშნულების მქონე სამედიცინო ნივთებს აერთიანებს. ეს პროდუქტები ადამიანებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მოწესრიგებაში ეხმარება, ამიტომ მათ ადამიანები ყოველდღიურად გამოიყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ორთოპედიული ფიქსატორები - არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომ პერიოდში გართულების თავიდან ასაცილებლად.  
  • სუპინატორები - არსებობს მყარი და სილიკონის სუპინატორები.  ამ პროდუქტებს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია  საბავშვო სუპინატორებიც. აღსანიშნავია, რომ "ახალი ხედვა" მომხმარებელს ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შედეგად ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი სუპინატორი განსაკუთრებულად ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის.
  • წელის კორსეტები და ქამრები - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციების, მალთა-შუა დისკის თიაქრის, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობისა და სხვა სამედიცინო დანიშნულებით, როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის დროს.



“ახალი ხედვის” უპირატესობები

 

კომპანია “ახალი ხედვა” არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. სამედიცინო ჯგუფს ქართულ ბაზარზე თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. კომპანიაში ექსკლუზიური ბრენდების Anita-ს, Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

  • ANITA - გერმანული ბრენდია, რომელიც 1886 წელს დაარსდა და დღესაც წარმატებით პოზიციონირებს საერთაშორისო ბაზარზე. ბრენდი აწარმოებს პროდუქციას ორსულებისთვისა და ქალბატონებისთვის მშობიარობის შემდგომი პერიოდის გასამარტივებლად. 
  • SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით. იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერი კომოპანიაა. 
  • MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საქართველოში სამედიცინო  კომპანია „ახალი ხედვა“ MORSA CYBERG-ის ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს.

ხარისხიანი ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება  სწრაფი რეაბილიტაციისა და მკურნალობის გარანტია. ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებულ ამ  პროდუქციას, კი საქართველოს მასშტაბით: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ,,ახალი  ხედვის” მაღაზიებში შეიძენთ. 

 

ავტორი: