“ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის
ორთოპედიულ პროდუქტებს ორსულობის პერიოდში ქალები აქტიურად გამოიყენებენ. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები მათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მოწესრიგებაში ეხმარება და უმსუბუქებს მათ ყოველდღიურობას. მაგალითად, ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად არსებული ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. ხშირია ასევე წონის მატება, მუცლის დაწევა და წელის ტკივილი. სწორედ ამიტომ ორსული ქალბატონების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ ორთოპედიულ პროდუქციას იყენებს.
ორსულობის რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ კომპანია “ახალ ხედვაში?”
კომპანია “ახალი ხედვა” ორსულებს ორთოპედიული საორსულე პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ორსულობის პერიოდში ქალები, ძირითადად, ორსულობის ქამარს, საორსულე ბანდაჟებს, წელის კორსეტებს, კომპრესიულ წინდებსა და ორთოპედიულ ბალიშებს იყენებენ. განვიხილოთ, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ორსულებისთვის, რომლებიც კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებშია წარმოდგენილი:
- ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის - ორსული ქალბატონები ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ ვენური დაავადების პრევენციისთვის რეკომენდებულია სპეციალური კომპრესიული კოლგოტის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ქვემო კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ამცირებს შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას.
- ორთოპედიული ბალიში - ორსულობისას ასევე იყენებენ რეფლუქსის საწინააღმდეგო და სავარძლის ორთოპედიულ ბალიშებს. რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში ამცირებს გულ-ძმარვას, სავარძლის ბალიში კი ამცირებს დატვირთვას მცირე მენჯის ვენებზე და ხელს უშლის ჰემოროის პროგრესირებას.
- სუპინატორი - ორსულობისას, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ფეხზე დატვირთვა იზრდება, დუნდება კუნთოვანი და მყესოვანი სისტემა, რასაც ხშირად ბრტყელტერფიანობის განვითარება მოსდევს. განსაკურებით აღინიშნება განივი მეტატარზალური თაღის ფორმის შეცვლა და წინა ტერფის ძვლების განზე გასვლა. ამ დროს ქალებს ჰგონიათ, ფეხი გაეზარდათ, რადგან იმავე ზომის ფეხსაცმლის გამოყენება უჭირთ. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა განწვრივ და განივ თაღებს დავეხმაროთ ფორმის შენარჩუნებაში, რის საშუალებასაც გვაძლევს ინდივიდუალური ან სტანდარტული სუპინატორი.
უმაღლესი ხარისხის ეს სამედიცინო საშუალებები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
ავტორი: