|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული წამლობის შედეგად აბაშაში სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს

აბაშის მუნიციპალიტეტში  სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. გასული წლისგან განხსვავებით კულტურა აზიურმა ფაროსანამ ნაკლებად დააზიანა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი მავნებლის წინააღმდეგ  სწორად გატარებული ღონისძიებებია. სოფელ ტყვირის მოსახლეობა ამბობს, რომ ჩატარებული წამლობის შედეგად  ამ სეზონზე მოსავალი თითქმის სრულად აიღეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები იქ, სადაც შესაძლებელი იყო  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება,  ცივი შესხურების ტექნოლოგიით  დაამუშავა.  სპეცილისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნილოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის  რეგიონებში. შედეგად დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების  გეოგრაფიული არეალი  კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში ფიქსირდება.

 

სინქრონები:

ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი

გიორგი იაკობაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე

აზა მიმინოშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტი მცხოვრები.

ალექსანდრე ქვილითაი - აბაშის მუნიციპალიტეტი მცხოვრები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა