|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბალტიის სამმა სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილი და ათი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.

დასანქცირებულთა სრული ჩამონათვალი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და დაწერა, რომ მოცემულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.

მანამდე კი ბალტიის სამი სახელმწიფო წერდა, რომ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს ახშობდა, ერთობლივად შეთანხმდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა