|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათელ ნათია რობაქიძეს დახმარება სჭირდება

ბაღდათელ ნათია რობაქიძეს დახმარება სჭირდება. ექიმებმა მას ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა დაუდგინეს. სამკურნალოდ ნათიას 40 000 ლარი სჭირდება. მისი მეგობრების განცხადებით, ბაღდათის მუნიციალიტეტმა  1 500 ლარი, დაზვერვის სამსახურმა 1 000 ლარი, ჯგუფელებმა  560 ლარი შეუგროვეს, თუმცა ნათიას გადასარჩენათ ეს თანხა საკმარისი არ არის.

"ჯერ-ჯერობით მის სამკურნალოდ მცირედი თანხაა შეგროვებული. ნათია ობოლია, არავინ ჰყავს, ამიტომ სჭირდება ჩვენი დახმარება. თუ ვინმეს თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა შეგიძლიათ, არ დაიშუროთ, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. B ჰეპატიტს სახელმწიფო არ აფინანსებს და ეს გოგონა მხოლოდ ხალხის იმედადაა. ცხოვრობს ბაღდათში, არ ჰყავს მშობლები და არ აქვს არანაირი სახსრები ამ თანხის თავად შესაგროვებლად",- აღნიშნა ნათიას მეგობარმა ქეთა გრიგალაშვილმა.

ანგარიშის ნომერი: ლიბერთი ბანკი,  GE3BLBO711141847251001, მიმღები ნათია რობაქიძე.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი