|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათელი ახალგაზრდა, რომელიც პოლონეთში მშენებლობიდან ჩამოვარდა, დახმარებას საჭიროებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ალექსანდრე ბუხულეიშვილი რამდენიმე დღის წინ პოლონეთში მშენებლობიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანება მიიღო. მას ხერხემალზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 

"ხერხემალზე უკვე გაკეთდა ურთულესი ოპერაცია. ახლა საჭიროა ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რომელიც დაკავშირებულია დიდ თანხებთან და რომელზეც დამოკიდებულია ალეკოს ფეხზე დადგომა და გავლა. სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მივიღეთ", - აცხადებს დაზარალებულის ახლობელი ლელა ბუხულეიშვილი.

მისი ინფორმაციით, ალექსანდრე ბუხულეიშვილის მამა 16 წლის წინ ასევე სიმაღლიდან ჩამოვარდა, ოჯახს მკურნალობის თანხები არ აღმოაჩნდა და რის გამოც მოკლე ხანში დაიღუპა. 

"ალეკოს მამა 2003 წელს ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, ექიმმა, იმ დროს ცნობილმა ნეიროქირურგმა 8000 ლარი მოითხოვა, რისი გადახდაც ოჯახმა ვერ შეძლო. შედეგად, არასათანადო მკურნალობის გამო, წელიწადნახევარში გარდაიცვალა.  16 წლის შემდეგ მისი შვილი ასევე სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. კვლავ თანხებთან არის დაკავშირებული გამოჯანმრთელება, რაც ოჯახს არ აქვს"-აცხადებს ლელა ბუხულეიშვილი. 

ბუხულეიშვილების ოჯახი დახმარებას საზოგადოებას თხოვს.

 საბანკო კოდი: TBCBGE 22
მიმღები დასახელება - ვარდო ბექაია
ანგარიშსწორების ანგარიში - GE95TB7402945064300010

 მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღები: ბექაია ვარდო
მიმღების ანგარიში: GE17BG0000000160832227

ავტორი: ნიუპრესი