|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ყველა უბანი დროულად გაიხსნა

არჩევნების მეორე ტური ტარდება ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში. #52 საოლქო კომისიის თავმჯდომარის არჩილ სიგუნავას განცხადებით, არჩევნები ამ დროისთვის მშვიდად ტარდება.

გაერთიანებულ ოლქში სულ 37 საარჩევნო უბანია და  48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნულ ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია რობაქიძე უპირისპირდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი