ბაღდათის მუნიციპალიტეტი, შესაძლოა, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი აღმოჩენით, შესაძლოა, მსოფლიო დაინტერსდეს და დადასტურების შემთხვევაში დედამიწის ისტორიის შესახებ ახალი დეტალები გაჩნდეს.
შესაძლოა, იმერეთის ეს პატარა ქალაქი მალე მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცეს. მდინარე ხანისწყლის პირას აღმოჩნდა გიგანტური კუს, დინოზავრის და დიდი ზომის თევზების გაქვავებული ნაშთები. ვარაუდობენ რომ, ცხოველთა "ნიმუშები" რამდენიმე ასეული საუკუნისაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბაღდათი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს შეიძენს, მისი აღმომჩენის, ნინო ბაზანოვის სახელი კი შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს. აღმოჩენის შესახებ ნინო ბაზანოვი საუბრობს.
10 სექტემბერს მდინარე ხანისწყლის პირას ვსეირნობდი . მარჯვენა მხარეს მეწყერია ჩამოწოლილი. ბავშვი გაიქცა და გავყევი. ანაზდად ყურადღება მიიქცია ქვების უნიკალურობამ. პროფესიით გეოგრაფი, ქიმიკოსი და ბიოლოგი ვარ. მალევე მივხვდი, რომ ქვები ცხოველური წარმონაქმნი იყო.
რამდენიმე გაქვავებულ ნაშთს კუს ფორმა აქვს. იქვე აღმოჩნდა ნიანგის კუდის ანალოგიც. ასამდე ნაშთია შენარჩუნებული. მდინარის ნაპირი გამაგრებულია კირქვის ლოდების ჯებირებით. დიდი ხანია მახსოვს ეს ქვები, მაგრამ დაკვირვება მხოლოდ ერთი თვის წინ დავიწყე. ცხოველთა გაქვავებული ფიგურები ბონდის ხიდიდან 25-30 მეტრშია მიმოფანტული და ქარავნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მდინარიდან მოშორებით, კირქვებში მოქცეულია კუს ბაკანი, ფიქსირებულია ძვალი - თავის ნაწილით, ბეჭის არე, ხერხემლის მალა, კისრის ნაწილი“-აცხადებს ნინო ბაზანოვი.
მისი თქმით, ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ ორგანიზმად, ქვად გადაქცევა განპირობებული უნდა იყოს წნევისა და ტემპერატურის გავლენით.
მან ახალი აღმოჩენის შესახებ აცნობა სამთავრობო უწყებებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. თუმცა ადგილზე ჯერ არავინ ჩასულა
რაიონის ძეგლთა დაცვის უწყების სამსახურმა კი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შეატყობინა. ჩავიდნენ ისტორიკოსი და გეოგრაფი. აღფრთოვანებული დარჩნენ.
წყარო:kvirispalitra.ge
ავტორი: ნიუპრესი