ბაღდათში სტეფანე კონცერტს გამართავს - მომღერალი პირობას ასრულებს
ბაღდათში იქნება კონცერტი, ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით, - აცხადებს მომღერალი სტეფანე 26 ივნისს საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით.
მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აუდიტორიას სთხოვა ჩამოეწერა ის სურვილები, საიდანაც საუკეთესოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებდა.
„ფეისბუქზე დავწერე, რომ ფანტაზიებით რას მოისურვებდით რომ შევასრულო გამარჯვების შემთხვევაში თქო და ბოლოს გიორგი ცაავამ დაწერა, თუ მოვიგეთ ბაღდათში ჩაატარებ სოლო კონცერტსო და ბოლოს ბაღდათში ვარჩიე კონცერტის ჩატარება და უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტექნიკურად ეს როგორ შევასრულოთ. მოკლედ. იქნება ბაღდათში კონცერტი, ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს სტეფანე.
სტეფანესთან ერთად ბაღდათში "მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე იმღერებს. სტეფანესთან დუეტის ჩაწერა მისი სურვილი იყოს.
ცნობისთვის, საქართველომ პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო და მერვედფინალში საგზურიც დაიმსახურა.
ავტორი: ნიუპრესი