|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Be.ge - ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია

დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც არასდროს არ გვყოფნის. ინტერნეტ შოპინგი კარგი საშუალებაა მის დასაზოგად.  თქვენ არ დაგჭირდებათ, სასურველი ნივთის და საუკეთესო ფასის საძებნელად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში განლაგებული მოლების დალაშქვრა, მუდმივად მოუცლელი კონსულტანტების ლოდინი, რიგში დგომა. ბევრად უკეთესია, თავისუფალი დრო მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობას ან საყვარელ ჰობის დაუთმოთ. შოპინგი კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ინტერნეტ მაღაზია ყოველთვის ღიაა თავისი მომხმარებლისთვის.

 

ვირუსებისა და პანდემიების ეპოქაში, ყველა ცდილობს თავი აარიდოს ხალხმრავლობას. ამ თვალსაზრისითაც ინტერნეტ შოპინგი საუკეთესო არჩევანია. ნივთების შეძენის ეს ფორმა ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდა და ბევრი ადამიანისთვის შეუცვლელი გახდა.

Be.ge  ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში. უკვე ცხრა წელია ის ეხმარება ადამიანებს პატარა სურვილების და გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში. მაღაზიის საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი რამ  სამართლიან ფასად, მიიღოთ ქარხნული გარანტია, ისარგებლოთ სპეციალისტების რჩევებით, სწრაფად გააფორმოთ განვადება და იმავე დღეს მიიღოთ შენაძენი ნებისმიერ მისამართზე. 

საიტის მოქნილი სტრუქტურა მარტივად შეგასრულებინებთ სასურველ შესყიდვას.
აქვე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების, მწარმოებლებისა და გარანტიების შესახებ.  

თქვენს განკარგულებაშია ოპერატორებისა და კურიერების  ჯგუფი, შეძლებთ შეკვეთის გაფორმებას ონლაინ ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. ისარგებლებთ  ადგილზე მიტანის სერვისით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. თბილისის მასშტაბით კი მიწოდება უფასოა. 

თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერი, თქვენთვის მოსახერხებელი გზით - როგორც ბარათით, ასევე საბანკო გადარიცხვით ან ნაღდი ფულით, როდესაც კურიერი მოგიტანთ შენაძენს.

Be.ge თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ბანკებთან. მისი პარტნიორები არიან- საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, კრედო, კრისტალი და სპეისი., რომლებიც განვადების გაფორმების მაქსიმალურად გამარტივებულ, მოქნილ პირობებს სთავაზობენ  მომხმარებელს.

ინტერნეტ მაღაზიას ბევრად მეტი საქონლის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ სავაჭრო ცენტრს. Be.ge-ს საიტზე 14 კატეგორიის 50 ათას სხვადასხვა დასახელების პროდუქტია განთავსებული. ყველაფრის დათვალიერება სულაც არ არის აუცილებელი.  ფილტრების საშუალებით, მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ სჭირო ზომის, ფორმის, ფერის და ფუნქციების მქონე ნივთი. 

 Be.ge -ს ონლაინ მაღაზიაში ხელმისაწვდომია  საყოფაცხოვრებო , კომპიუტერული, კლიმატური ტექნიკის  TV- ფოტო- ვიდეო აპარატურის, საოფისე და ქსელური მოწყობილობების, ტელეფონების, ტაბლეტების, ელექტრონული წიგნების დიდი არჩევანი.   საიტზე წარმოდგენილია ცნობილი ბრენდების: Sony, Panasonic, Samsung, LG, Apple, Philips, Nokia, Canon, Fujitsu, Bosch, Electrolux, Indesit, Gorenje, Hansa, Beko, Termex, Tefal, Moulinex და სხვათა სერტიფიცირებული ტექნიკა ქარხნული გარანტიით. 

  

Be.ge თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ და ადგილობრივ მწარმოებლებთან და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ავეჯს, მატრასებს, სახლის აქსესუარებს, რომლებზეც მუდმივად ცხადდება აქციები და ფასდაკლებები.

 

Be.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ  სხვადასხვა ჟანრის წიგნები: მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკა, რელიგია, ბიზნესი, დოკუმენტური პროზა, სასწავლო სახელმძღვანელოები გამომცემლის ფასად.

 

ინტერნეტ მაღაზიაში განსაკუთრებით მრავალფეროვანია ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია. იქნება ეს საბავშვო ტრანსპორტი, სასკოლო ნივთები, ბავშვის ოთახის აქსესუარები, ელექტრო- და მექანიკური სათამაშოები, გასაბერი აუზები, თუ ბატუტები, ყველაფერი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით.

 

მრავალფეროვანი აქციები, დიდი ფასდაკლებები, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, ნივთის ძიების, ყიდვის, მიღებისა და გადახდის მარტივი ფორმები - ეს ის თვისებებია, რომლებიც განაპირობებენ მომხმარებლის ერთგულებას ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ს მიმართ.

 

 Be.ge-ზე პასუხისმგებლობით ეკიდებიან თქვენს სურვილებს და აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად მოხერხებული და უსაფრთხო იყოს. 

ავტორი: ნიუპრესი