|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბინების ყიდვა გაყიდვა area.ge-ს უძრავი პლატფორმის საშუალებით

მას შემდეგ, რაც area.ge შეიქმნა, უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვის პროცესმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. არეა უძრავი ქონების ყველაზე დიდი პორტალია პრემიუმ სერვისებითა და მომხმარებელზე მორგებული მომსახურებით, რომლის მიზანია, გაამარტივოს ქონების მოძებნა, ყიდვა - გაყიდვა და გაქირავება.

ბინების ყიდვა- გაყიდვა არეაზე ძალიან მარტივია, რადგან საიტზე უძრავი ქონების ფართო არჩევანია. პლატფორმაზე იყრის თავს ყველა დეველოპერის შეთავაზება, რაც მაძიებელს აძლებს საშუალებას, რომ დეტალური აღწერითა და ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოცემული განცხადებების დახმარებით შეარჩიოს მშენებარე, თუ ახალაშენებული ქონება. 

ვინც მეორეული ბინებითაა დაინტერესებული, მათთვისაც ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს არეას, რადგან აქ შეგიძლიათ ნახოთ, ძველი აშენებული ბინების ძალიან დიდი ასორტიმენტი. 

პლატფორმა მოსახერხებელია როგორც მაძიებლებისთვის, ასევე გაყიდვით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც სთავაზობს ისეთ სერვისებს, რაც საგრძნობლად ამარტივებს გაყიდვის პროცესს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ქონების ვიზუალიზაცია. არეას გუნდი იზრუნებს, თქვენი ბინა ისე წარმოაჩინოს, რომ ხაზი გაესვას უპირატესობებს და ნათლად იყოს გადმოცემული მისი რეალური მდგომარეობა. ამისთვის არეას პროფესიონალი ფოტოგრაფი თავად შეარჩევს გადაღებისთვის საჭირო ტექნიკას და წინასწარ შეთანხმებულ დროს ეწვევა გასაყიდ ქონებას, რათა გადაიღოს მაქსიმალურად ნათელი, აღქმადი და რეალური ფოტოები. 

თუ ქონების უფრო დეტალური „ლაივაღწერა“ გსურთ, ამ შემთხვევაში 3დ ტურით შეგიძლიათ ისარგებლოთ, ეს გახლავთ ქონების სრული, სამგანზომილებიანი აღწერა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა დაათვალიეროს როგორც სართულის გეგმარება, ასევე ოთახების განლაგება, ხედები, სადარბაზო, ექსტერიერი, ინტერიერი და.ა.შ. 3დ ტური მომხმარებელს უქმნის პირველად, თუმცა რეალურ წარმოდგენას ქონების შესახებ, რის შემდეგაც უფრო მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღება. 

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში არეა იძლევა საშუალებას პირდაპირ საიტიდან მოითხოვოთ იპოთეკური სესხი. არეაზე განთავსებულ თითოეულ განცხადებას ჩაშენებული აქვს სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ შერჩეული ქონების შესაძენად ერთი კლიკითა და მარტივი აპლიკაციის შევსებით ბანკში მისვლის გარეშე დისტანციურად მოითხოვოთ სესხი. 

საიტზე არსებული სესხის კალკულატორის მეშვეობით გამოითვლით დაახლოებით რა თანხა დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის, რამდენი გექნებათ ყოველთვიურად შესატანი სესხის დასაფარად, რამდენწლიან სესხს მოგცემთ ბანკი, მოკლედ რომ ვთქვათ მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც სესხის აღების დროს ადამიანს უჩნდება და შემდეგ პირადი ინფორმაციის მითითებით ერთდროულად სამ - საქართველოს, თიბისი და ტერა ბანკში.

ავტორი: ნიუპრესი