ბიზნეს სესხი MBC-ში
ბიზნესის დაწყება ან არსებული საქმიანობის განვითარება მნიშვნელოვან ფინანსურ კაპიტალს მოითხოვს. თუ საინტერსო იდეა გაქვთ და საჭირო თანხის მოძიებას ვერ ახერხებთ ბიზნეს სესხის აღება რაციონალური გადაწყვეტილებაა.
ბიზნეს სესხი მსოფლიოში მოთხოვნადი საფინანსო პროდუქტია, რომელიც თქვენი მიზნების შესრულებაში წლობით ლოდინის გარეშე დაგეხმარებათ. ადგილობრივ ბაზარზე MBC-ის ბიზნეს სესხი მომხმარებლებს მოქნილ პირობებს სთავაზობს, რადგან კომპანია, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გადახდის კომფორტულ სისტემას ქმნის და მომხმარებლებს ფინანსური კაპიტალის სწორად დაბანდებაში ეხმარება.
როგორ ავიღოთ ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხის აღებამდე განსაზღვრეთ სესხის სასურველი მოცულობა: 2000-დან 100 000 ლარამდე კრედიტის აღება შესაბამისი უზრუნველყოფით შეგიძლიათ, ხოლო 500-დან 10 000 ლარამდე სესხს უზრუნველყოფის გარეშე მიიღებთ. სესხის ასაღებად თქვენ არ მოგიწევთ ფილიალში რიგში დგომა. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ. კომპანიის წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ, ამომწურავად
გასცემს პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას და შემდგომი პროცედურებისთვის სერვის ცენტრში ჩაგინიშნავთ ვიზიტს.
MBC მინიმალური დოკუმენტაციით წყვეტს მომხმარებელთათვის სესხის მიცემის საკითხს. ამ პროცესში საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ან პასპორტი წარმოადგინოთ და დაადასტუროთ, რომ ფლობთ ბიზნესს, ან ხართ თვითდასაქმებული.
MBC განიხილავს ყველა ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და ბიზნეს სესხს ეროვნულ ვალუტაში გასცემს. ამით თქვენ დაზღვეული იქნებით კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკებისგან და ყოველთვიურად სტაბილური ხარჯების გაღება მოგიწევთ. ასევე, თუ უკვე გაქვთ კრედიტი, თუმცა საფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით კმაყოფილი არ ხართ, MBC-ში კრედიტის პორტირებაც შესაძლებელია.
ბიზნეს სესხის აღებისას ძალიან მნიშვნელოვანია გადახდის გრაფიკი, რათა სესხის დაფარვა თქვენთვის გადაულახავ სტრესად არ იქცეს. MBC ინდივიდუალურ შემოსავლებზე დაყრდნობით გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რაც გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები და ვალდებულებების აღების მიუხედავად საქმის სტაბილურ პირობებში გაძღოლა შეძლოთ. ყოველთვიური შენატანით როგორც პროცენტი, ასევე ძირითადი თანხაც იფარება.
საკუთარი საქმის დაწყება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ მიზანი, რომელმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, წლობით ლოდინი ნამდვილად არ ღირს. MBC სესხის აღებამდე და მის შემდგომ მზად არის უფასო კონსულტაციის გასაწევად, რაც თქვენი კაპიტალის რაციონალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
ავტორი: ნიუპრესი