ბიზნეს სესხი MBC-ში
დღესდღეობით, საკუთარი ბიზნესის ქონა უმრავლესობისთვის აუხდენელ ოცნებასთან ასოცირდება, თუმცა თუ პერსპექტიული იდეა გაქვთ, გამოსავალი მაინც არსებობს. ბიზნეს სესხის აღება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. ამ გზით თქვენ შეძლებთ დროულად განახორციელოთ ჩანაფიქრი და დრო პირადი ბიზნესის მოწყობაზე დახარჯოთ.
MBC-ის ბიზნეს სესხი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომებით კომპანია მომსახურების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზის შედეგად, კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.
როგორ ავიღოთ ბიზნეს სესხი?
MBC-ში ბიზნეს სესხის აღება შესაძლებელია როგორც მეწარმეებისთვის, ასევე ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ საქმიანობის დაწყებას ან არიან თვითდასაქმებულები. კომპანია ბიზნეს სესხის ორ ტიპს გთავაზობთ. სანამ სესხს აიღებდეთ განსაზღვრეთ პირადი პრიორიტეტები და სწორედ ამის შემდგომ გააკეთეთ ოპტიმალური არჩევანი. 2000-დან 100 000 ლარამდე სესხის ასაღებად
უზრუნველყოფა დაგჭირდებათ, ხოლო 500-დან 10 000 ლარამდე კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ.
კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა ბიზნეს სესხის ეროვნულ ვალუტაში მიღების შესაძლებლობაა. ასე თქვენ თავს აარიდებთ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ რისკებს და სესხის დასაფარად ყოველთვიურად სტაბილური თანხის გაღება მოგიწევთ.
კრედიტის ასაღებად ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ. გამარტივებული პროცედურებით თქვენ ავსებთ განაცხადს - ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, თანხას, ფილიალს და ელოდებით კომპანიის წარმომადგენელის ზარს, რომელიც დეტალურად უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და შემდგომი პროცედურებისთვის უახლოეს ფილიალში ჩაგინიშნავთ ვიზიტს. MBC გეხმარებათ დაზოგოთ დრო და
ისარგებლოთ მოქნილი პირობებით, რაც როგორც სესხის აღებას, ასევე მისი დაფარვის პროცესსაც გაგიმარტივებთ.
MBC განიხილავს ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს, ასევე გიმარტივებთ სესხის პორტირების პროცესს იმ შემთხვევისთვის, თუ უკვე გააფორმეთ ხელშეკრულება სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან და პირობები არ გაკმაყოფილებთ.
MBC მომხმარებლის შემოსავლებზე მორგებულ გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რათა სესხის დაფარვა ტვირთად არ გექცეთ და ნებისმიერი რისკი თავიდანვე განსაზღვროთ. კომპანია გეხმარებათ, რათა დამოუკიდებლად დაიწყოთ საქმე, რომელმაც შესაძლოა თქვენი მომავალი ცხოვრება უკეთსობისკენ შეცვალოს. MBC-თან თანამშრომლობა ბევრ მომხმარებელს დაეხმარა წარმატების მიღწევაში, რადგან ამ გზით
ადამიანი უკეთ განკარგავს ფულად რესურსებს და საკუთარი საქმის განვითარებაზე კონცენტრირდება. ბიზნეს სესხის აღებისას თანხის ძირითად ნაწილთან ერთად ყოველთვიურად სესხის პროცენტიც იფარება. თუ გრძელვადიანი კრედიტის აღებას უახლოეს მომავალში აპირებთ, MBС-ის გუნდი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
ავტორი: ნიუპრესი