|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიზნესკონკურსში მონაწილეობა იმაზე მეტმა მიიღო, ვიდრე ველოდით"–პაატა კლდიაშვილი

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "წლის ბიზნესი 2015" მონაწილეობა 42 კომპანიამ მიიღო. კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება 19 თებერვალს გაიმართა, სადაც 12 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოეს.

ქუთაისის მერიამ გასულ წელს სხვადასხვა ზომის ბიზნესობიქტების სრული აღწერა მოახდინა, მიღებული რაოდენობა 3 200-ს აღემატებოდა, თუმცა კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება მერიას მხოლოდ 42 დიდმა და ცნობილმა კომპანიამ მიაწოდა. არსებულ მდგომარეობას მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი იმით ხსნის, რომ მსგავსი ღონისძიება ქუთაისში არ ჩატარებულა და ბიზნესობიექტების მფლობელებს გამოცდილება არ ჰქონდათ.

 "ჩვენ ყველა ბიზნესობიექტის ინფორმირება მოვახდინეთ, ზოგს ტელეფონით ვაცნობეთ, ზოგს ელექტორნულად და ზოგთან ჩვენი წარმომადგენლები  მივიდნენ. ასევე მოხდა მედიასაშუალებებით ინფორმაციის გავრცელება. განცხადება მხოლოდ 42–მა შემოიტანა, თუმცა, ვთვლი, რომ პირველი მცდელობისთვის ეს არის ოპტიმალური რაოდენობა. მეტსაც გეტყვით, პირადად მე, ამდენსაც არ ველოდებოდი. კარგია, რომ ბიზნესმენები ამით დაინტერესდნენ. ზოგიერთ მათგანთან, ვინც არ მიიღო მონაწილეობა, ამ დღეებში მქონდა შეხვედრა და გული დაწყდათ,   იმედია, მომავალ წელს აქტიობა უფრო გაიზრდება",–განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

რა თანხა დაჯდა საზეიმო ღონისძიების მოწყობა, ამით "ნიუპრესი" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა