|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუჯეტის თითქმის ნახევარი გაიცემა ხელფასებზე, ამიტომ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ"

ბიუჯეტის თითქმის  ნახევარი გაიცემა ხელფასებზე, ამიტომ ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ - აცხადებს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, ამ ბიუჯეტით ქუთაისი გადათხრილ ქალაქად რჩება, სადაც მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი.

"ბიუჯეტი არაა მორგებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რის გამოც ქუთაისი დარჩება გადათხრილ ქალაქად. ბიუჯეტში გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები და დაახლოებით ნახევარი გაიცემა ხელფასებზე, ამიტომ ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

იპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში ხარვეზების ვერ აღმოჩენას და შენიშვნების გარეშე დატოვებას ტრადიციად აფასებს, რომლითაც საკრებულო მხოლოდ დეკორატიულად განიხილავს ბიუჯეტს და არ ითავალისწინებს საკუთარ მოვალეობას.

 "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტის განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვა. შუშანიას განცხადებით, მერიას ოპოზიციონერების შენიშვნები არ აინტერესებს და არც მათი გათვალისწინება ხდება. 

2019 წლის ბიუეჯტი 26 დეკემბერს დამტკიცდება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი