ბოლო 7 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის 5000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული
ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის 5000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.
ავტორი:





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















