|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენი მომავალი მწვანეა“-ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად გარემოსთვის

15 ქართველმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა, 10 ივნისს, ჭიათურაში, დაგეგმა ყვავილების დარგვის ღონისძიება „ჩვენი მომავალი მწვანეა“. ისინი მე-5 საჯარო სკოლის ბაღში მოსწავლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ პროექტის „მოსწავლეთა თვითმმართველობის“ წევრებთან ერთად დარგავენ ყვავილებს. მოცემული აქტივობა მიზნად ისახავს არსებული ეკოლოგიური პრობლემებისა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ჩაატარებენ პრეზენტაციას ევროკავშირის ახალგაზრდულ ინიციატივებსა და შესაძლებლობებს ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები გარემოს დაცვის მსოფლიო დღის (5 ივნისი) ფარგლებში, აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში გაუძღვებიან სამოქალაქო ჩართულობის აქტივობების სერიას. ღონისძიებები ჩატარდება 2018 წლის 2-დან 10 ივნისამდე და მოიცავს ხეების დარგვის აქტივობებს, რაც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გარემოს დაცვაში ევროკავშირის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას  და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ ცხოვრების წესს. ისინი ადგილობრივ საზოგადოებას დაუკავშირდებიან ადგილობრივ თემების  (სკოლის მოსწავლეები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტის სტუდენტები) მეშვეობით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ‘EU NEIGHBOURSeast’ -ის პროექტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას. ამ მიზნით პროექტმა 2016 წლის ივნისში წამოიწყო „ახალგაზრდა ევროპელ მეზობელთა“ ქსელი და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).

ქსელი ძირითადად წარმოადგენს ონლაინ-პლატფორმას, რომელიც ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელოვან დაფასებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ნინო ტურიაშვილი +995958620593 nino.turiashvili@gmail.com;

მარიამ ბიწაძე +995557409442; mbitcadze@yahoo.com

ავტორი: ნიუპრესი