|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავებულ მაღაროელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ჭიათურაში 28 აპრილს  ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ  გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული მერაბ სარალიაზე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

დავის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000 ლარიანი ჯარიმას ითხოვდა.

უფლებამდცველები 126-მუხლის 225 მუხლით შეცვლას აპრპტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არა დაგეგმილი არამედ სპონტანურად მომხდარი ინციდენტი იყო და მომხდარში მეორე მხარეს ადანაშაულებენ.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მომხდარი კი მათ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება. შემთხვევა ჭიათურაში პერევისას მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა.

ძალადობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. პროკურატურამ  ოთხივე  დაკავებულს ბრალი დაუმძიმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი