"დამამცირებელია განცხადება, რომ ნათლიამირონობას მის დანიშვნასთან რაიმე კავშირი აქვს"
"გირჩის" განცხადებას, ცენტრალურ სტადიონზე დირექტორის ნათესაური ნიშნით დანიშვნასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ეხმიანება.
შენგელიას განცხადებით, ის საკრებულოს რიგითი წევრია და მისი ნათლიის დირექტორად დანიშვნასთან კავშირი არ აქვს.
"ნათლიამირონები ვართ, უკვე წლებია და მიხარია, რომ მყავს კიკვაძის სახით ძალიან კარგი ნათლია. მე რიგითი საკრებულოს წევრი ვარ, ვთვლი, რომ ვარ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების და არა მხოლოდ მათი ხმა საკრებულოში. ჩემს დროს ვუთმობ ჩემივე ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე იმ საქმეებს, რაც კეთილდღეობას აუცილებლად მოუტანს ადგილობრივებს. თეიმურაზი მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, ასევე გახლდათ კონსერვატიული ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში, ამ ქალაქის სამსახურში იყო მაშინ, როდესაც მე პოლიტიკაში არ ვიყავი. დამამცირებელიც არის ეს განცხადება, რომ ნათლიამირონობას მის დანიშვნასთან რაიმე კავშირი აქვს. ადამიანის კვალიფიკაციას, მის ამაგს, ქალაქისადმი გაკეთებულ თითოეულ საქმეს, ამით შეურაცხყოფას ვაყენეთ. რაც შეეხება სტადიონის გასხვისებას, ამ საკითხზე თვითმმართველობაში მსჯელობა არ შემდგარა", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
"ქუთაისის სტადიონს საკრებულოს წევრის ირაკლი შენგელიას ნათლია მართავს"
ავტორი: ნიუპრესი