დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა მთავრობის განკარგულებას ასაჩივრებს
დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეწყერით დაზარალებულები სასამართლოში ასაჩივრებენ მთავრობის იმ განკარგულებას, რომლითაც მათთვის ეკომიგრანტის სტატუსით არის განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის გამოყოფა.
„112 დაზარალებული ოჯახიდან 107 ოჯახი თავს „ეკომიგრანტად“ არ მიიჩნევს! მეწყერით დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს ძლიერმა აფეთქებებმა გამოიწვია.
დაზარალებულები გენერალური პროკურატურისგან მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები“, - აცხადებენ ადგილობრივები.
ფოტო: ჩემი ხარაგაული.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




17:28
17:19
19:31
14:51
14:17
















