|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დათო ტურაშვილი ქუთაისელ მკითხველს შეხვდა

მწერალი დათო ტურაშვილი "ლიტერატურულ სარდაფში"  მკითხველებს შეხვდა და ლიტერატურის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტურაშვილის ცნობილი ნაწარმოები "ჯინსების თაობა" 11 ენაზეა ნათარგმნი. მწერლის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში თხოვეს, წიგნში ჩაემატებინა ერთი თავი.

"ჰოლანდიაში რომ გამოვიდა წიგნი, გამომცემლებმა მთხოვეს, დამეწერა კიდევ ერთი თავი, რადგან მათი მკითხველები ვერ გაიგებდნენ, რატომ იყო საჭირო თვითმფრინავის გატაცება იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნიდან წასულიყავი."

 ტურაშვილის აზრით, საქართველოს მომავალს თავისუფლებაში დაბადებული თაობა შექმნის. მან მოსეს მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ მან 40 წელი ხალხი უდაბნოში ატარა ებრაელები, რომ აღქმულ მიწაზე ახალი თაობა მისულიყო. "ნიუპრესის" კითხვაზე, გვყავს თუ არა ისეთი ახალი თაობა, რომელიც ღირსია აღქმული მიწა იხილოს, ტურაშვილმა აღნიშნა: "რა თქმა უნდა, ახალი თაობა არის ღირსი ამის ღირსი, მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე  ჩემი მოგზაურობის დროს უამრავ მოაზროვნე და ნიჭიერ ახალგაზრდას ვხვდები".

დატო ტურაშვილი ქუთაისში გიზო თავაძის მოწვევით იმყოფებოდა.  მსგავსი შეხვედრები მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში არსებულ "ლიტერატურულ სარდაფში" პერიოდულად იმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა