|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში" - მუსიკალური აქცია პარლამენის შენობასთან

"დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში" - ამ სახელწოდებით ელექტრონული მუსიკით გაფორმებული პოლიტიკური აქცია ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის განცხადებით, ქუთაისს საპარლამენტო სტატუსის დაბრუნებას "ევროპული საქართველო" პირდება.

"ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი და ამას ქუთაისს "ევროპული საქართველო" პირდება. ეს უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალმა თაობამ თავიანთ ქალაქში ნახოს განვითარების გზა და საკუთარი მომავალი ქუთაისს დაუკავშიროს. ქუთაისს 8 წელი მოპარა ივანიშვილმა, წაართვა პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ",- თქვა ოთო კახიძემ.

აქცია მუსიკალურად დიჯეებმა გიო დალაქიშვილმა და გიო კახიძემ გააფორმეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა