|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ნიშნავს იყო კარგი დედა?- დისკუსია ქუთაისში

რას ნიშნავს იყო კარგი დედა და როგორია დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა?-ამ საკითხებზე დღეს ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

დედობის ცნების ფემინისტურ გააზრების შესახებ გენდერის მკვლევარმა თამთა თათარაშვილმა ისაუბრა. მისი ქმით, კარგი დედობის ცნება სხვადასხვა ისტორიულ თუ კულტურულ გარემოში სხვადასხვაგვარია. ამასთან, დედობის ცოდნა ქალებს ინსტიქტურად არ დაყვება და მისი მიღება მამაკაცებსაც თანაბრად შეუძლიათ. 

თამთა თათარაშვილმა მის მიერ შედგენილ ფემინისტი დედის დღიურების შესახებ ისაუბრა. მან ამ პროექტისათვის სხვადასხვა კულტურულ სივრცეში მცხოვრები 18 ქალი გამოკითხა. მათ ისტორიებზე დაყრდნობით კი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში,  დედებს საკუთარი შვილების თავისი შეხედულების მიხედვით გაზრდის საშუალება არ ეძლევათ და ამ საქმეში სხვა პირები უხეშად ერევიან. მისი თქმით, ამავდროულად დედების  საშინაო სივრცეში ჩაკეტვა მათ ერთმანეთისგან იზოლირებულს ხდის, რაც მათი ურთიერთსოლიდარობის შესაძლებლობებს უზღუდავს.  

დისკუსიის მონაწილეების თქმით, გამოსავალი მეტი განათლება და თავისუფლებაა, რომ ყველა ინდივიდმა თავად გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს საკუთარი ცხოვრება. 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ  აუცილებელია პრობლემურ საკითხებზე ტაბუს მოხსნა და საუბრის დაწყება. 

დისკუსია ჰინრიხ ბოილის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უწევდა.

 





ავტორი: ირინა მაკარიძე