|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დენის ჩაჭრით მემუქრებიან - სოციალური საცხოვრისის მცხოვრები დახმარებას ითხოვს

დენის ჩაჭრით მემუქრებიან  - ამის შესახებ სოციალურად დაუცველი 65 წლის იზა კახიანი აცხადებს. როგორც მან „ნიუპრესს“ განუცხადა, 2017 წლიდან ცხოვრობს ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში.

 მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას მიმართა, თუმცა შედეგი ვერ მიიღო. 

„2017 წლიდან ვცხოვრობ სოციალურ საცხოვრისში, შენობაში შეჭრილი არ ვარ, შემიშვეს, ამ დრომდე კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდი იმ ადამიანის სახელზე, ვინც ბინაში ჩემამდე ცხოვრობდა. ახლა მან მოითხოვა, რომ მის სახელზე არ ყოფილიყო კომუნალურები. მე მივმართე ქუთაისის მერიას, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აბონენტად ჩემი დარეგისტრირება. დამპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ ვრეგისტრირდები. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დენს ჩამიჭრიან", - განაცხადა იზა კახიანმა.

საკითხთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. უწყების პოზიციას შეძლებისთანავე გაგაცნობთ. 

 

ავტორი: