|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატ ლორთქიფანიძისათვის მიყენებული ზარალი 70 ლარით შეფასდა

70 ლარად შეფასდა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის მიყენებული  მატერიალური ზარალი.  ქუთაისში, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ბიჭების სასამართლო პროცესზე ექსპერტი დაიკითხა. სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც საქმეზე ჩატარდა, მიუთითებს, რომ დეპუტატის პიჯაკს 20 ლარის, ხოლო სათვალეს 50 ლარის ზიანი მიადგა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები სასამართლოსაგან მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომით,  შიმშილობით იმუქრებიან.

"თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ქუთაისში, 2 ოქტომბერს პარლამენტთან  "რუსთავი 2"-ის    მხარდასაჭერად გამართული  აქციის დროს ჩადენილი ქმედებისათვის  დაააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა