„დიდი ქუთაისის“ პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნეს
„დიდი ქუთაისი - big Kutaisi” -ის პროექტი, რაც გულისხმობს ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრად და საერთაშორისო ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალივბებას, ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც ქუთაისის მერიაში. მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნეს.
სააგენტო ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად ახორციელებს მისიას საქართველოში, რაც გულისხმობს ურბანული პროექტების დაფინანსებაზე ინიციატივის წარდგენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
თავის მხრივ, სტუმრებმა ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 5 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა) ხორციელდება, განიხილეს სამიზნე მუნიციპალიტეტების ტექნიკური მხარდაჭერის გეგმა.
ქუთაისის მერიის ცნობნით, ქალაქის მერმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით, ქალაქში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრად და საერთაშორისო ლოჯისტიკურ ჰაბად (ეგრეთ წოდებული „დიდი ქუთაისი - big Kutaisi” ) ჩამოყალიბების შესახებ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა