დღეს დიდგორობა აღინიშნება
დღეს დიდგორობა აღინიშნება. 1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.
დიდგორის ბრძოლა ანუ "ძლევაჲ საკვირველი" 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა მეფის დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა.
ამ ბრძოლაში ქართველებმა საოცარი გამარჯვება მოიპოვეს, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს გაძლიერებას, დიდგორის ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
როგორც წესი, დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
ავტორი: ნიუპრესი