დღეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი
დღეს, 16 იანვარს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს.
სინოპტიკოსების ვარაუდით: ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.
ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ავტორი: