|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ჩაფიძე "ქართულ ოცნებას" პირობებს უყენებს

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე  "ქართულ ოცნებას" საკუთარ პირობებს უყენებს.
როგორც  საპარლამენტო  უმრავლესობის წევრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის  "მთის კანონში" ცვლილებების განხორციელებას, ასევე ტყიბულელი მეშახტეებისთვის შეღავათების აღდგენას მოითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება ის ქართულ ოცნებაში თუ არა. 

"მე მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა - ერთის მხრივ, იმ შეღავათების შენარჩუნება, რომელიც ჰქონდათ მეშახტეებს და, მეორეს მხრივ, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ნოდარ ხადური, გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 14 დეკემბრიდან არიან საქმის კურსში. ასეთი მომენტი არ არის სასიამოვნო, რომ შენი შიდაკომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარეკომუნიკაცია", - აცხადებს ჩაფიძე.

გუშინ ღამით ტყიბულში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გაფიცულები  შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

ტყიბულში მაღაროელები აქციების გაგრძელებას დღესაც აპირებენ. მეშახტეების მხარდამჭერი აქციები, შესაძლოა,  თბილისშიც დაიწყოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა