ემიგრანტებისათვის სააარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.
„პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრის მისამართია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace
ავტორი: ნიუპრესი



















