ექიმების და ექთნების სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება
ექიმების და ექთნების სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება - განისაზღვრება მინიმალური ზღვარი, რომლის ქვევითაც სამედიცინო დაწესებულება ხელფასს ვერ გასცემს. 2023 წლის 1 იანვრიდან ექიმებისთვის საათობრივი ანაზღაურება -7 ლარი, ექთნებისთვის კი 4 ლარი იქნება.
სიახლე ეხება იმ სამედიცინო პერსონალს, რომელთა დამსაქმებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს.
"ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, რაც შექმნის მათთვის ღირსეული ანაზღაურების, ასევე სამუშაოს შესრულების მოტივაციის და გარკვეულწილად შრომითი დაცულობის გარანტიებს. გამომდინარე აქედან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნოთ სექტორს ის წინადადებები, რომელიც მომზადდა, მივიღოთ მათი პოზიცია და საბოლოოს უკვე ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა ვადებში რა ინტენსივობით ამოქმედდება მინიმალური ხელფასის პოლიტიკა იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ავტორი: