|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია გააჩეროს ტრანზიტული ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი - ანა ნაცვლიშვილი

ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია გააჩეროს ტრანზიტული ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი - რიკოთი, რომელზეც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2023 წელს ითხოვდნენ რიკოთის უსაფრთხოების აუდიტს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ პრობლემა არ არსებობს.

„ეს ხდება იმიტომ, რომ ტენდერებს, იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომლებმაც საზოგადოების უსაფრთხოება და კომფორტი უნდა უზრუნველყოს, როგორც წესი, იგებენ ისეთი კომპანიები, ვისაც ამ სამუშოების ხარისხიანად და დროულად შესრულება არ შეუძლიათ, მეტიც ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომელთა საერთაშორისო რეპუტაციაც საეჭვოა, რომლებიც გახვეულნი არიან არაერთ სკანდალში, მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, სანქცირებულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა