“ერთიანობის” წევრებმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს
პლატფორმა “ერთიანობის” წევრებმა ქუთაისში აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 16 წლის წინ მომხდარი რუსეთის აგრესია, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანები და მეომრები ემსხვერპლნენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის აგრესია ამ დრომდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირედ არის ქცეული.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი